გადაცემის შესახებ

გადაცემის მიზნები:

მედიის პროფესიული კრიტიკის განვითარების ხელშეწყობა;

მედიასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე საჯარო დისკუსიის ხელშეწყობა განსხვავებული პოზიციის მქონე მხარეების, ექსპერტებისა და მედია პროფესიონალების მონაწილეობით;

მედიის ინსტიტუციური და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა პროფესიული კრიტიკის, ანალიზისა და საუკეთესო გამოცდილების პოპულარიზაციის გზით;

გადაცემების ციკლი ემსახურება სამოქალაქო საზოგადოებისა და თავად ჟურნალისტების ინფორმირებულობის გაზრდას, ჟურნალისტის პროფესიული უფლებებისა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების შესახებ.

გადაცემის ზოგადი თემები

• მედიის ენა
• ჟურნალისტური ეთიკა
• მედია ასოციაციები და კავშირები, გაერთიანებები
• მედიის მფლობელობა
• მარეგულირებლის საქმიანობა
• ჟურნალისტთა უფლებების დაცვა
• პროფესიული სოლიდარობა
• კანონმდებლობა
• საერთაშორისო მედია გამოცდილება
•ახალი ტექნოლოგიები და საქართველოში მედია განვითარების პერსპექტივები, პრობლემები
• პროფესიული სტანდარტები
• საზოგადოებრივი დაკვეთა და მედიის გავლენა მიმდინარე პროცესებზე
• მედიისა და არასამთავრობო სექტორის ურთიერთობა, თანამშრომლობა

პროექტი ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით ხორციელდება.


პროექტის ხანგრძლივობა:

გადაცემის პერიოდულობა: ყოველკვირეული, ორშაბათი, 19 საათი
გადაცემების რაოდენობა: 40
გადაცემის ქრონომეტრაჟი: 45-60 წუთი.