წამყვანები

ლაშა ბაქრაძე - სწავლობდა თსუ-ში, იენის (გერმანია) უნივერსიტეტებში ლიტერატურასა და ენათმეცნიერებას, დიპლომი გერმანისტიკაში, ბერნის უნივერსიტეტში თეოლოგიას, პოტსდამის უნივერსიტეტში პოლიტოლოგიას, ისტორიის დარგში დისერტაციის წერა დაიწყო ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში, დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მუშაობდა გოეთეს ინსტიტუში, რუსთავი 2-ში, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში, ამჟამად მუშაობს ლიტერატურის მუზეუმში. 90-იანი წლების დასაწყისიდან თანამშრომლობს ქართულ და უცხოურ მედიაში. არის მედია კლუბის წევრი.


თამარ  ხორბალაძე - ჟურნალისტური განათლება მიღებული აქვს თსუ-ში, აქვე ასწავლიდა ოთხი წლის განმავლობაში - ჟურნალისტურ ოსტატობას, ბიზნეს - ჟურნალისტიკას. სასწავლო კურსები გავლილი აქვს შვედეთის ჟურნალისტთა გადამზადების ცენტრში (FOJO), სსფ-ს ინსტიტუტში ვენაში, მონაწილებდა აშშ-ს კავშირების პროგრამაში... 1995 წლიდან აქტიურ ჟურნალისტიკაშია - გაზეთი „დრონი“, გაზეთი „24 საათი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სასმსახური. იყო კორესპონდენტი, განყოფილების გამგე, გადაცემის წამყვანი, აღმასრულებელი პროდიუსერი, მიმომხილველი. არის „მედიის განვითარების“ ფონდის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. ხელმძღვანელობს ფონდის მედია-პროექტებს. წერს ჟურნალ „ტაბულაში“. ილიას სახელობის უნივერსიტეტში მაგისტრანტებს ასწავლის გაზეთის წარმოებას.